ლევან დავითაშვილი - მევენახე ფერმერებს, რომლებსაც სეტყვამ ვენახი სრულად დაუზიანა, სახელმწიფო 3 000 ლარით დაეხმარება
ლევან დავითაშვილი - მევენახე ფერმერებს, რომლებსაც სეტყვამ ვენახი სრულად დაუზიანა, სახელმწიფო 3 000 ლარით დაეხმარება

მევენახე ფერმერებს, რომლებსაც სეტყვამ ვენახი სრულად დაუზიანა, სახელმწიფო 3 000 ლარით დაეხმარება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარებით აღდგება დაზიანებული ბაღებიც.

„სამწუხაროდ, რთველის პერიოდს დაემთხვა სტიქია და სეტყვა. აქედან გამომდინარე, მოხდება ზარალის ანაზღაურება, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ გააგრძელონ თავიანთი ვენახების მოვლა. ამავე დროს, ჩვენ შევთანხმდით, სრულად განახლდეს ან ჩანაცვლდეს დაზიანებული ბაღები. ფერმერებს შეუძლიათ, სურვილისამებრ გადაწყვიტონ. ამ კომპონენტს განვაახლებთ პროგრამაში „დანერგე მომავალი“, სადაც ხდება ნერგის ღირებულების სრული ანაზღაურება, ასევე ბაღის მოწყობისთვის წვეთოვანი სისტემის დაყენების შემთხვევაში თანადაფინანსება. ეს  საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ ხელახლა აღადგინონ თავიანთი ბაღები”,- განაცხადა დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი