ლევან დავითაშვილი - სამინისტროს ყველაფერი მზად აქვს, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს
ლევან დავითაშვილი - სამინისტროს ყველაფერი მზად აქვს, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს

სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მილონი ლარი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ ეს არის აუცილებელი საჭიროება იმისთვის, რომ სექტორის სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მომავალი განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით,  რეალურად, სამინისტროს ყველაფერი აქვს მზად იმისთვის, რომ ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს 2014 წლიდან ვენახების ელექტრონული პასპორტიზაცია. ეს არის ქართული ღვინის კონტროლისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და მიმდინარე წელს, მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის მთელი ორივე რეგიონი დაფარული იქნება ელექტრონული პასპორტებით. ჩვენ გვექნება ზუსტი მონაცემები თითოეულ ვენახში არსებული მდგომარეობის შესახებ, მცენარის დონეზე და შესაბამისად, გვექნება სრული ინფორმაცია მათ შორის მოსავლიანობაზე, იმისთვის, რომ ქართულ ღვინოში ეს მიკვლევადობის ხარისხი, რაც შემდგომში სანდოობას განაპირობებს, იყოს მაქსიმალურ დონეზე. იშვიათად მაღალ დონეზე გვექნება ორგანიზებული, დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს. იმედი გვაქვს, რთველისთვის სრულად იქნება მოცული ყველა ვენახი, თუმცა ჩვენ გვაქვს ალტერნატიული სცენარებიც – იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც ფერმერი ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, მათ შეეძლებათ რთველის პირობებში, რთველის განმავლობაშიც დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა დავითაშვილმა.