ლევან დავითაშვილი - განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან 5 ივლისის მოვლენების განვითარებამდე, სიტუაციის დეესკალაციისკენ იყო მიმართული
ლევან დავითაშვილი - განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან 5 ივლისის მოვლენების განვითარებამდე, სიტუაციის დეესკალაციისკენ იყო მიმართული

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომხდარი პროვოცირებული იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული. მე ვესწრებოდი მთავრობის სხდომას და უშუალოდ ვარ ამ ფაქტების მონაწილე, თუმცა, სამწუხაროდ, პარალელურად მოხდა ძალადობის ფაქტები, რომლებიც იყო პროვოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ და ამის ბევრი ფაქტი არსებობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.