ლევან დავითაშვილი - დეპუტატებთან გავდივართ ათწლიან გეგმებს როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით
ლევან დავითაშვილი - დეპუტატებთან გავდივართ ათწლიან გეგმებს როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბორჯომში მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების გეგმებზე მსჯელობენ.

„ჩვენ გავდივართ დეპუტატებთან ათწლიან გეგმებს, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით. სამინისტროს ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს ეს გეგმები, 20-30 წლისთვის კონკრეტულად რა პარამეტრებს უნდა მივაღწიოთ, ეკონომიკური კუთხით, სოფლის მეურნეობის და კვების წარმოების ნაწილში. ასევე, რა ტიპის პოლიტიკა უნდა გქონდეს გარემოს დაცვის მიმართულებით. ეს არის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც გვაჩვენებს, 2030 წელს ქვეყანა სად იქნება. ეს თანხვედრაშია ჩვენი ასოცირების ვალდებულებებთან, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და 2024 წლისთვის გავაკეთოთ ეს ამბიციური განაცხადი ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.