ლევან დავითაშვილი - ჩვენი გზავნილია, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ არჩევანი, რომელიც გულისხმობს ქვეყნის სტაბილურობას, მომავალზე ზრუნვასა და განვითარებას
ლევან დავითაშვილი - ჩვენი გზავნილია, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ არჩევანი, რომელიც გულისხმობს ქვეყნის სტაბილურობას, მომავალზე ზრუნვასა და განვითარებას

ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რათა შემდეგი წლების განმავლობაში ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმუშაონ მჭიდროდ, ითანამშრომლონ ისეთ რეჟიმში, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის საჭიროება, პირადი პრობლემები გადაწყდეს სოფლის, რეგიონის, მუნიციპალიტეტის დონეზე, – ამის შესახებ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისივე თქმით, თუ ეს არ იქნება, ქვეყანა ვერ შეძლებს წინსვლას, განვითარებას, სოციალური და დარგობრივი პრობლემების მოგვარებას, საკითხებს, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობას, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართული აქციის მთავარი გზავნილია, ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთოს ქვეყნის სტაბილურობის, მომავალზე ზრუნვის, განვითარების სასარგებლოდ და არა დესტრუქციის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისა და წარსულში დაბრუნებასა და ქაოსზე.

„ვფიქრობ, გასაკვირი არაა, როცა „ქართული ოცნება“, რომელსაც ჰყავს დაახლოებით მილიონი ამომრჩეველი, შეკრებდა ძალიან ბევრ მხარდამჭერს, რომელიც იტყოდა, რომ მათ უნდათ ქვეყნის სტაბილური განვითარება. ოპოზიცია კი პირდაპირი მოწოდებებით თავის ამომრჩევლებს და მოსახლეობას ეუბნება, რომ მათი დღის წესრიგია არა ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, არამედ ქვეყანაში სტაბილური განვითარების შეჩერება, რომელიც თავის თავში დესტრუქციას მოიცავს. ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს. 100 000-მდე მხარდამჭერია გამოსული დღეს მოედანზე, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში მათ სჭირდებათ სტაბილური განვითარება, ეკონომიკაზე ზრუნვა, ის, რაც პრემიერმა წლის განმავლობაში თითოეული დარგის მიხედვით წარუდგინა საზოგადოებას. მათ შორის 10-წლიანი გეგმები, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი სიკეთე და კეთილდღეობა. მსოფლიოში ძალიან ბევრი გამოწვევაა, ძალიან რთული დროა და ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი მობილიზება, კონსოლიდაცია და არა ქვეყნის არევა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი