ლევან დავითაშვილი - ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით
ლევან დავითაშვილი - ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და პასუხისმგებლიანი ადამიანებით. ეს ის გუნდია, რომელიც მთავრობის პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამაში აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და განვითარებაზე, რათა, პოსტპანდემიურ პერიოდში, პანდემიით გამოწვეული კრიზისი სწრაფად დავძლიოთ.

„ყურადღება დაეთმო სოციალურ ასპექტს, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ბმაშია ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან. აქცენტი გაკეთდა ადამიანების შესაძლებლობების რეალიზებაზე იმისთვის, რომ შევქმნათ ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და დაწყებული რეფორმები, რომლებიც, ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების კუთხით ხორციელდება, გაგრძელდეს. გაკეთდა აქცენტები საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით; ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე და გარემოს დაცვაზე“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.