ლევან დავითაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ქართული ღვინის გატანა ჩინეთში აბსოლუტურად რეალისტურია
ლევან დავითაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ქართული ღვინის გატანა ჩინეთში აბსოლუტურად რეალისტურია

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ქართული ღვინის გატანა ჩინეთში აბსოლუტურად რეალისტურია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში ძირითადად საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდება, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალითაც მოხდეს გატანა.

„დღესდღეობით, ეს არ გამოიყენება გაყიდვის კითხით, ჩვენ ძირითადად ტრანსპორტირებას ვახდენთ საკონტეინერო, ანუ საზღვაო გადაზიდვებით, ეს უფრო მოსახერხებელია, როცა ჩინეთზე ვსაუბრობთ. ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და მის აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაზე მეტია ეკონომიკური აქტივობა.

ქართული ღვინო წარმოდგენილია ურუმჩიში, სადაც უკვე დაიმკვიდრა ადგილი რამდენიმე წელია. ეს არის ჩინეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი. გეოგრაფიულად აბსოლუტურად შესაბამისია, რომ სარკინიგზო გადაზიდვები ამ კუთხით გამოყენებულ იქნას. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, ვიდრე ნაკადების რეგულარულობა დალაგდება. ანუ ქართული ღვინო, მხოლოდ ერთი პროდუქტი ამ ნაკადებს ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პერსპექტივაში რეალისტურია ჩინეთის დასავლეთისა და ჩრდილოეთის პროვინციებში, სადაც ქართული ღვინო ნელ-ნელა იზრდება, მიწოდება მოხდეს სარკინიგზო გზით“, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი