ლევან ბეჟაშვილი - შფოთვები გვაქვს, რადგან სახელმწიფოს ღირსების საქმეა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ და არ იყოს განცდა, რომ მას წამლავენ
ლევან ბეჟაშვილი - შფოთვები გვაქვს, რადგან სახელმწიფოს ღირსების საქმეა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ და არ იყოს განცდა, რომ მას წამლავენ

შფოთვები გვაქვს, რადგან სახელმწიფოს ღირსების საქმეა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ და არ იყოს განცდა, რომ მას წამლავენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი და იცავს თუ არა ხელისუფლება მის ჯანმრთელობას, ამაზე დასკვნას ექიმები გააკეთებენ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიზებული ისედაც არის, რადგან ის განსაზღვრავს ქართული პოლიტიკის მიმდინარეობას, მისი ფიგურა ამ მდგენელისგან თავისუფალი არ არის, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, რომ თავისი ჯანმრთელობის გამო ჩარევა არ მოხდეს ქართულ პოლიტიკაში, ეს განცხადება გასაგებია.

მოხდა თუ არა მისი მოწამვლა, ხელისუფლება მის ჯანმრთელობას იცავს თუ არა, ამაზე დასკვნას ექიმები გააკეთებენ. მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით თავისი ფეხით შევიდა და მისი ჯანმრთელობა უცვლელია, უფრო დამძიმდა. ამ თემას ვერ დავემალებით და შესაბამისი შფოთვები გვაქვს, რადგან სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ და იმის განცდა არ იყოს, რომ მას წამლავენ, განგებ არაადამიანურ მდგომარეობაში აყენებენ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.