ლევან ბეჟაშვილი - საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იქნება დრონები
ლევან ბეჟაშვილი - საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იქნება დრონები

ზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იქნება დრონები, რომლებიც გააკონტროლებენ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ტერიტორიის გარეთ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა ზუგდიდში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდში 107-ვე უბანზე დაახლოებით 300 ვიდეოკამერა იქნება განთავსებული.

„პირდაპირი ტრანსლირება მოხდება თითოეული საარჩევნო უბნიდან, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ და რაც ყველაზე ნოუჰაუ არის და მთავარია, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იქნება დრონები, რომლებიც გააკონტროლებენ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ტერიტორიის გარეთ, რადგან საარჩევნო უბნის ტერიტორიის გარეთ ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლებზე ზეწოლა. ამიტომ თითოეული ასეთი საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობით გავაკონტროლებთ მიმდებარე პერიმეტრს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.