ლევან ბეჟაშვილი - „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე ფულიანი დეპუტატით პოლიტიკური რეალობა არ იცვლება
ლევან ბეჟაშვილი - „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე ფულიანი დეპუტატით პოლიტიკური რეალობა არ იცვლება

„ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, ახლა ცდილობენ, გააყალბონ პოლიტიკური რეალობა პარლამენტში. „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე ფულიანი დეპუტატის შეყვანით ბუნებრივია, პოლიტიკური რეალობა არ იცვლება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა თემის კომენტირებისას.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტი მაინც იქნება ერთპარტიული.

„ოპოზიციური პარტიებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, რადგან პარლამენტში არშესვლა ეს არის ამომრჩევლის დაკვეთა. ამომრჩეველს მოპარეს არჩევნები, ამიტომ ამომრჩევლისათვის ამ უფლების დაკავება გადის პარლამენტში შესვლა-არშესვლის ზღვარზე. ჩვენი მოთხოვნები იქნება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი მონაწილეობა საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.