ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ როგორც თავისი, ისე ალტერნატიული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადააგზავნოს
ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ როგორც თავისი, ისე ალტერნატიული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადააგზავნოს

მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიაში გადააგზავნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ როგორც თავისი, ისე ალტერნატიული პროექტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ქართული კონტექსტის გათვალისწინებით შეაფასოს.

„მიუხედავად იმისა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი კოპირებულია უკრაინული მოდელისგან, ის უკრაინულ საჭიროებებზეა მორგებული და ადეკვატურია, თუმცა ქართული სინამდვილის შესატყვისი ვერ ექნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიაში გადააგზავნოს როგორც მისი კანონპროექტი, ასევე ალტერნატიული პროექტი. ვენეციის კომისიას საშუალება უნდა ჰქონდეს, ორივე კანონპროექტზე დადოს შეფასებები. „ქართულ ოცნებას“ თუ სურს, 12 რეკომენდაცია რეალურად შეასრულოს, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გადააგზავნოს. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ გვარებსა და სახელებს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ მომავალში სახელმწიფო მართვის სისტემაში არ იყოს ოლიგაქრიული მმართველობის ნიშნები. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ოლიგარქი იქნება სხვისი თუ საკუთარი, არის სახელმწიფოსთვის სერიოზული საფრთხის მომტანი. ეს საფრთხეები უნდა გამოვრიცხოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.