ლევან ბეჟაშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტი ქვეყანას დააზღვევს ახალი ოლიგარქების წარმოქმნისა და ოლიგარქიული მმართველობისგან
ლევან ბეჟაშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტი ქვეყანას დააზღვევს ახალი ოლიგარქების წარმოქმნისა და ოლიგარქიული მმართველობისგან

დეოლიგარქიზაციის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი ქვეყანას დააზღვევს ახალი ოლიგარქების წარმოქმნისა და ოლიგარქიული მმართველობისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა დაეთმო დეოლიგარქიზაციის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მისი თქმით, რაც პრინციპულად განსხვავდება „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მომზადებული და დაინიცირებული კანონპროექტისგან.

„ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა, რომელიც არ არის ორიენტირებული პიროვნებებზე. არის კონკრეტულად ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ფორმები, რომელიც მომავალში ქვეყანას დააზღვევს ახალი ოლიგარქების წარმოქმნისა და ოლიგარქიული მმართველობის შექმნისგან. გამოხმაურება პოზიტიურია, საკმაოდ ბევრი საკითხი არის განხილული და ზოგადად ეს ის დოკუმენტია, რომელითაც შესაძლებელია პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმების მიღწევა. ეს უნდა იყოს მომავალი სახელმძღვანელო დოკუმენტი პოლიტიკური პარტიებისთვის და ქვეყნისთვის.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეს ერთი შეხვედრა საკმარისი არ იქნება. ჩვენ მოვახდენთ ამ კანონპროექტის ინიცირებას, რითაც გავცემთ შესაძლებლობას, რომ მისი საჯარო განხილვაც იყოს შესაძლებელი და ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.