ლევან ბეჟაშვილი - არცერთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მით უმეტეს, შიდაპარტიულ არჩევნებში, არ უნდა იკადროს მხარემ ისეთი განცხადებები, რომლებიც გუშინ მელიას გუნდის წევრებმა იკადრეს 
ლევან ბეჟაშვილი - არცერთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მით უმეტეს, შიდაპარტიულ არჩევნებში, არ უნდა იკადროს მხარემ ისეთი განცხადებები, რომლებიც გუშინ მელიას გუნდის წევრებმა იკადრეს 

მართლაც, არცერთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მით უმეტეს, შიდაპარტიულ არჩევნებში არ უნდა იკადროს მხარემ ისეთი განცხადებები, რომელიც გაკეთდა გუშინ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ გვარებს – მერაბიშვილს, ლორთქიფანიძეს დაბრალდა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა.

„ნიკა მელიას გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებსაც ჰქონდათ ფეისბუქკამპანია მთელი საღამოს განმავლობაში, მაგრამ ამ კამპანიას ნათლად უპასუხა დღეს გიული ალასანიამ. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ არცერთი ქართველი არ მოიაზრებოდა ამ წინასწარ დაგეგმილ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამაშრომლობაში და სულ სხვა პირებზე იყო საუბარი. ვფიქრობ, ეს იყო ობიექტური განცხადება, რომელიც გაკეთდა და ამომრჩევლების თვალში კიდევ დამატებითი არგუმენტაცია იქნება, თუ რატომ არის საჭირო ცვლილებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ხელმძღვანელობაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.