ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ცესკო არჩევნების გაყალბების ახალ სქემაზე მუშაობს 
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ცესკო არჩევნების გაყალბების ახალ სქემაზე მუშაობს 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ცესკო არჩევნების გაყალბების ახალ სქემაზე მუშაობს.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, თბილისში, სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილია სპეცსიები, რომელიც პირველ ტურთან შედარებით 1329 ადამიანით არს გაზრდილი.

სპეცსიებში შეყვანილია პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და პრაქტიკულად შეცვალონ შედეგები, რომლებიც პირველ ტურში იყო. პირველ ტურში ამ სპეცსიებში სულ 500-მდე მოსამსახურე ეწერა. პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს ამ ოლქში მოუგო დიდი უპირატესობით, სწორედ ამიტომ, ცესკო-მ გადაწყვიტა სამგორის ოლქი დააბალანსოს უფრო კონტროლირებადი ხმებით და პრაქტიკულად ამ სპეცხმებით ცდილობს, საარჩევნო მანიპულირება მოახდინონ ოლქის საბოლოო შედეგებზე. მოვუწოდებთ ცესკო-ს, თავი დაანებოს გაყალბების ახალი სქემების შემუშავებას. მოგვცეს იმ პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების სია, რომლებიც ჩასმული არიან სამგორის საარჩევნო ოლქში, რომ ჩვენ შეგვეძლოს მათი ადგილსამყოფელისა და მათი სხვა ერთიან სიაში არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.