Letsgometz - გიორგი მიქაუტაძე ტრავმირებულია, „სენტ-ეტიენთან" მისი თამაში საეჭვოა [ვიდეო] #1TVSPORT

მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ტრავმირებულია და, დიდი ალბათობით, გუნდს „სენტ-ეტიენთან” ვერ დაეხმარება – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Letsgometz ავრცელებს.

„საფრანგეთის თასზე გამარჯვებიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ 7 ნოემბერს, ლიგა 2-ში, „სენტ ეტიენთან“ მნიშვნელოვან მატჩში, შესაძლოა, გიორგი მიქაუტაძემ მონაწილეობა ვერ მიიღოს. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც „როანთან“ სათასო შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მატჩის ბოლოს მოედანი ტრავმის გამო დატოვა. ტრავმის სიმძიმე ამ დროისთვის უცნობია. თუ მიქაუტაძემ თამაში ვერ მოახერხა, „მეცს“ საუკეთესო თავდამსხმელი დააკლდება.

სენტ-ეტიენთან“ მიქაუტაძის არყოფნა ძალიან ცუდი ამბავია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლასლო ბოლონისთვის, რომელსაც გამარჯვება სჭირდება, რათა გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესოს“ – წერს გამოცემა.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე საფრანგეთის ლიგა 2-ში ორი ტური გაიმართება. მე-14 ტურში „მეცი“ „სენტ-ეტიენს” უმასპინძლებს. ქართველის გუნდი 15 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „სენტ ეტიენი“ 11 ქულით მე-18 პოზიციაზე.