Let’s do pachik - ნიკოლ ფაშინიანისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა ბრიუსელში [ვიდეო]

ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლა ფაშინიანისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა.

მედიასაშუალებების ცნობით, შეხვედრაზე მაკრონმა ფაშინიანს წარმოშობით სომეხი, საკუთარი გუნდის ერთ-ერთი წევრი წარუდგინა.

ფაშინიანი დაინტერესდა, ფლობდა თუ არა ის სომხურ ენას. მაკრონის გუნდის წევრმა კი თქვა, რომ სომხურად მხოლოდ ერთი სიტყვა იცის – pachik (კოცნა).

Let’s do pachik, – თქვა ფაშინიანმა, რითაც შეხვედრის ყველა მონაწილე გაახალისა.