„ლესტერის“ რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აქვს
„ლესტერის“ რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აქვს

პრემიერლიგის მესამე გუნდის „ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აქვს.

„ჩვენს გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც აღმოუჩინეს კორონავირუსის სიმპტომები. ისინი უკვე ჩამოშორებულნი არიან გუნდს. კორონავირუსი საშიშია ფეხბურთისთვის და მსოფლიოსთვის, ამიტომაც საფეხბურთო ფედერაციების ყველა გადაწყვეტილება გამართლებულია“, – განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.

ამ განცხადებას ჯერ არ მოჰყოლია პრემიერლიგის ხელმძღვანელთა კომენტარი.