საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს 2020 წლის 11 სექტემბერს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე ახალი ოთხწლიანი ვადით არჩევა მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელებმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილში ნათქვამია:
„პატივცემულო პრეზიდენტო,
გულითადად გილოცავთ 2020 წლის 11 სექტემბერს სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე თქვენს ხელახლა არჩევას და წარმატებით განვლილ საპრეზიდენტო ვადას.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუთმენლად ელის ნაყოფიერ თანამშრომლობას თქვენს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და სრულად თქვენს განკარგულებაში ვრჩებით, რათა გავაგრძელოთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერა და დახმარება მისი მისიისა და შემდგომი ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად.
ჩვენ ერთად ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ”.