ლერი ხაბელოვი - გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ წინა ოლიმპიადის შედეგი გავაუმჯობესოთ #1TVSPORT
ლერი ხაბელოვი - გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ წინა ოლიმპიადის შედეგი გავაუმჯობესოთ #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის დაწყებამდე საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური გუნდების წარდგენის, ფიცის დადებისა და დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი:

„ამ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით წარსდგება, 11 სახეობაში. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი.

ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი. ოლიმპიელობა დიდი შრომის და ბრძოლის ფასად მოპოვებული ერთგვარი პრივილეგია და შესაძლებლობაა, ასახელო საკუთარი თავი და შენი ხალხი.

ოლიმპიელობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, წარმოადგინო შენი ქვეყანა მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე, მილიარდიანი აუდიტორიის წინაშე. მჯერა, რომ ეს პასუხისნგებლობა გაცნობიერებული აქვს თითოეულ ოლიმპიელს და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის თითოეულ წევრს“.