L'Equipe - ზამთრის სატრანსფერო ბაზარი გაუქმდება, სახელფასო ზედა ზღვარს შემოიღებენ
L'Equipe - ზამთრის სატრანსფერო ბაზარი გაუქმდება, სახელფასო ზედა ზღვარს შემოიღებენ

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აპირებს, გლობალური ცვლილებები განახორციელოს სატრანსფერო სისტემაში.

როგორც ფრანგული გამოცემა L’Equipe ამტკიცებს, ფიფა 28 თებერვალს განიხილავს გეგმას, რომელიც 11 პუნქტისგან შედგება. ამ ჩამონათვალშია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმება და ზაფხულის ფანჯრის შეზღუდვა, რომ ის ჩემპიონატების დასაწყისში დაიხუროს. გარდა ამისა, იგეგმება ფეხბურთელების რაოდენობის შეზღუდვა, რომელთა აყვანაც ან იჯარით გაშვება შეუძლია კლუბს.

ასევე, განიხილება ხელფასის ზედა ზღვრის შემოღება და შემოსავლების შემცირება, რომელსაც აგენტები ან შუამავლები ფეხბურთელთა ტრანსფერებისას იღებენ.

ინფანტინო ფიფა-ს 2016 წლის 26 თებერვლიდან უდგას სათავეში. ჯერჯერობით, მისი მთავარი რეფორმა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვის 32-დან 48-მდე გაზრდაა. ახალი ფორმატი ძალაში 2026 წლის მუნდიალიდან შევა.