lequipe - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ლიონს“ ევროტურნირის ლიცენზიაზე უარი უთხრა, მაგრამ პრობლემა მოგვარებადია #1TVSPORT
lequipe - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ლიონს“ ევროტურნირის ლიცენზიაზე უარი უთხრა, მაგრამ პრობლემა მოგვარებადია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ თავისი სალიცენზიო დოკუმენტაცია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას დროულად არ წარუდგინა, რათა ევროპის ჩემპიონთა თასზე მონაწილეობის უფლება მიეღო. ამის გამო მას ევროლიცენზიაზე უარი უთხრეს, მაგრამ პრობლემის მოგვარება უახლოეს დღეებშიც შეიძლება – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა lequipe ავრცელებს.

„საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნის მიუხედავად, „ლიონმა“ ვერ შეძლო ევროტურნირებზე მონაწილეობისთვის საჭირო ლიცენზიის მისაღებად საჭირო დოკუმენტების დროულად წარდგენა და ჩემპიონთა, ევროპის ან კონფერენციის ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ევროტურნირზე, შესაძლოა, ვერ ითამაშოს.

კლუბმა აღიარა, რომ შეფერხება ნამდვილად იყო. საკლუბო ლიცენზირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები სრულფასოვნად არ იყო წარდგენილი. თუმცა „ლიონში“ იმედოვნებენ, რომ პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება“, – წერს lequipe.

გამოცემა „ლიონის“ წარმომადგენლის კომენტარსაც აქვეყნებს:

„ლიცენზიის მისაღები პროცესის დასაჩქარებლად საჭირო ზომები მიღებულია. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ყველა დოკუმენტსა და ინფორმაციას დაუყოვნებლივ მივაწვდით და მის განკარგულებაში ვართ ამ საკითხის სრული გადაწყვეტისთვის“.