L'Équipe - გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, „მეცი“ 18,5 მილიონ ევროს მიიღებს #1TVSPORT
L'Équipe - გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, „მეცი“ 18,5 მილიონ ევროს მიიღებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ „ოლიმპიკ ლიონთან“ კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდეა და „მეცი“ 18,5 მილიონ ევროს მიიღებს – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს.

„მიქაუტაძეს ორშაბათს საღამოს „მეცმა“ კლუბიდან წასვლის უფლება მისცა. ეს „ლიონის“ ხელმძღვანელებთან შეთანხმების შემდეგ მოხდა.

23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერის საბოლოო დეტალების დაზუსტებას ელოდა.

ხუთშაბათს მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თავისი საყვარელი კლუბის, რომელიც 15 წლის ასაკში დატოვა, მაისურით ფოტო გადაიღო.

კლუბი ახალწვეულს დღის ბოლომდე წარადგენს“ – წერს L’Équipe.