L'Équipe - ბრედლი ბარკოლა გაკვირვებულია პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლით #1TVSPORT
„ბრედლი ბარკოლა გაკვირვებულია პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლით“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა წერილი.
„ჩვენი ცნობით, ბარკოლას, რბილად რომ ვთქვათ, გაუკვირდა პსჟ-ში კვარაცხელიას ჩარიცხვა. მას და დესირე დუეს, რომელსაც ასევე შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში, ახლა თავისი პოზიციისთვის მოუწევს ბრძოლა“, – წერს ფრანგული გამოცემა.
ამავე თემას ეხება getfootballnewsfrance-ზე გამოქვეყნებული სტატიაც – ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველი ვარსკვლავი საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის პოზიციას ემუქრება.
„ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტი“ (4:2) დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს. ამ შეხვედრაში ბრედლი ბარკოლამ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა, ეს ადასტურებს, რომ მან ფორმა აღიდგინა.
ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ დიდი თანხის საფასურად კვარაცხელია პარიზულ კლუბში გაუშვა. ქართველი გარემარბი პირდაპირ საფრთხეს უქმნის მარცხენა ფლანგზე ბარკოლას, რომელიც მან ზაფხულში კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ დაიკავა“, – ამტკიცებს getfootballnewsfrance.