ლეონიდ სლუცკი - არჩევნების შედეგებით ბედნიერი ვარ, გულწრფელი რომ ვიყო, ამას ველოდებოდი
ლეონიდ სლუცკი - არჩევნების შედეგებით ბედნიერი ვარ, გულწრფელი რომ ვიყო, ამას ველოდებოდი

არჩევნების შედეგებით ბედნიერი ვარ. გულწრფელი რომ ვიყო, ამას ველოდებოდი და ვფიქრობ, ეს გამარჯვებაა, – ასე ეხმაურება არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კონკურენტი, ლეონიდ სლუცკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ვლადიმერ პუტინის გარდა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. დუმის დეპუტატი „კომუნისტური პარტიიდან“ ნიკოლაი ხარიტონოვი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი.

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო,  ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.