ცენტრალური მცველი ალესანდრო ბუონჯორნო არ იქნება ერთადერთი, ვინც ახალი სეზონისთვის „ნაპოლის“ დაცვის ხაზს გააძლიერებს. კლუბი გადასვლაზე მოელაპარაკა კიდევ ერთ ცნობილ მცველს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ახალი მარცხენა მცველი გახდება ევრო 2020-ის ჩემპიონი იტალიის ნაკრებში ლეონარდო სპინაცოლა. ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და უახლოეს პერიოდში ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.
31 წლის ფეხბურთელი „ნაპოლისთან“ 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.
სპინაცოლა ნეაპოლურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის. მისი ბოლო კლუბი იყო „რომა“, რომელიც გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.