„მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი, შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ლილის“ წინააღმდეგ დადებით შედეგს ვერ მიაღწევს.
ორი დღის წინ, „მონაკომ“ საფრანგეთის ლიგის თასის მერვედფინალში „ლილთან“ საკუთარ მოედანზე წააგო – 0:3 და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის დროს, მონაკოელი გულშემატკივრები პორტუგალიელი სპეციალისტის მისამართით შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისროდნენ. თამაშის შემდეგ, ჟარდიმმა განაცხადა, რომ გულშემატკივრების მსგავსად ელოდება თავისი შეგირდების თამაშის გაუმჯობესებას და შეეცდება ამისთვის ყველაფერი გააკეთოს.
„მონაკო“ 17 მატჩში 25 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო მატჩს გუნდი 21 დეკემბერს, კვლავ „ლილთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.