ლეონ გორეცკა იანვარში “ლივერპულში” გადავა

00:06, 14.11.2017

გერმანიის ნაკრებისა და გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ “ბარსელონას” სატრანსფერო წინადადება არ მიიღო.

22 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, გორეცკამ უკვე შეათანხმა “ლივერპულთან” ტრანსფერი უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს და იმედოვნებს, რომ თებერვალში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თავის ახალ კლუბს დაეხმარება.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გორეცკა “ლივერპულს” მხოლოდ 36 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

მსგავსი