ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ცნობით, პრიმორსკის სანავთობო პორტში უკრაინული დრონების იერიშის შედეგად გემს ცეცხლი გაუჩნდა, დამწვარია სატუმბი სადგურიც

12:49, 12.09.2025

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, პრიმორსკის სანავთობო პორტში უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ერთ-ერთ გემს ცეცხლი გაუჩნდა, დამწვარია სატუმბი სადგურიც.

მისივე თქმით, ოლქში 30-მდე უკრაინული დრონი გაანეიტრალეს.

ცნობისთვის, პრიმორსკის სანავთობო პორტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული პორტია და ის ბალტიის ზღვაში მდებარეობს. აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებზე თავდასხმების ინტენსივობა გაზარდა.

მსგავსი