ლენდონ დონოვანი – ამერიკაში ფეხბურთის პოპულარობა მალე კალათბურთისას გაუტოლდება
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ლენდონ დონოვანი აცხადებს, რომ ფეხბურთი მის ქვეყანაში მალე ისეთივე პოპულარული იქნება, როგორიც კალათბურთი ან ამერიკული ფეხბურთია.
ამჟამად აშშ-ს მთავარი საფეხბურთო ლიგა (MLS) მაყურებლების რაოდენობით საგრძნობლად ჩამოუვარდება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა (NBA) და ამერიკული ფეხბურთის ლიგას (NFL), თუმცა დონოვანი თვლის, რომ ფეხბურთი ამ ჩამორჩენას მალე აღმოფხვრის.
ამერიკაში საფეხბურთო კლუბის შეძენის საშუალო ტარიფი 40 მილიონიდან 300 მილიონამდე გაიზარდა და ცნობილი ფეხბურთელი სწორედ ამას მიიჩნევს სპორტის ამ სახეობის პოპულარობის ზრდის ნათელ მაგალითად.
„მეიჯორ ლიგ სოკერი (MLS) ახლა ჩემს ქვეყანაში ძალიან ახლოს არის სხვა სახეობებთან. მე მჯერა, რომ ბეისბოლი, მაგალითად, ძველი თაობისთვის უფროა და ახალგაზრდები ამ სპორტით დიდად არ ინტერესდებიან. ამერიკულ ფეხბურთს უსაფრთხოებასთან და ჯანდაცვის საკითხებთან აქვს პრობლემები. ერთადერთი კალათბურთია კარგ სიტუაციაში, მაგრამ ფეხბურთიც იზრდება“, – ამბობს დონოვანი.
სანაკრებო დონეზე, ლენდონ დონოვანმა მსოფლიოს სამ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა (2002, 2006, 2010) და კონკაკაფის ოქროს თასის ოთხგზის გამარჯვებულია (2002, 2005, 2007, 2013).