ლემპარდს „ჩელსის“ მწვრთნელობას შესთავაზებენ
ლემპარდს „ჩელსის“ მწვრთნელობას შესთავაზებენ

ჩემპიონშიფის ბინადარ დერბი ქაუნთის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა შესაძლოა თავისი ყოფილი გუნდი – ლონდონის ჩელსი ჩაიბაროს.

სპორტ მედიასეტის ინფორმაციით, ჩელსის ხელმძღვანელობა ლემპარდში ხედავს ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურიციო სარის შემცვლელს. კლუბის უფროსობას მიაჩნია, რომ სარიმ დააშორა ჩელსის გულშემატკივართა ნაწილი, ლემპარდს კი შეუძლია მათი შემობრუნება.

უფრო ადრე, ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ ჩელსი იმ შემთხვევაშიც დაითხოვს მაურიციო სარის, თუ იტალიელი გუნდს ევროპის ლიგას მოაგებინებს.

ლემპარდი ჩელსიში 2001-2014 წლებში თამაშობდა. ამ გუნდში მან 648 მატჩი ჩაატარა და 211 გოლი გაიტანა.