ლემპარდი ერთადერთი მწვრთნელია „ჩელსის“ ისტორიაში, რომელმაც ოთხი სასტარტო მატჩი წააგო #1TVSPORT
ლემპარდი ერთადერთი მწვრთნელია „ჩელსის“ ისტორიაში, რომელმაც ოთხი სასტარტო მატჩი წააგო #1TVSPORT

„ჩელსის“ ახლად დანიშნული დამრიგებელი ერთადერთი მწვრთნელია ლონდონური კლუბის ისტორიაში, რომელმაც საწყისი ოთხი მატჩი დათმო. ლემპარდის ანტირეკორდში მონაწილეობდნენ – „რეალი“ (2:0; 2:0 ჩემპიონთა ლიგა), „ბრაიტონი“ (2:1 პრემიერლიგა), „ვულვზი“ (1:0 პრემიერლიგა).

საგანგაშოა ბურთების შეფარდებაც  – ლემპარდის შეგირდებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში შვიდი გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთხელ გაიტანეს.

გუშინ, 18 აპრილს „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა „რეალთან“ გამართა, კვლავ 0:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

ლონდონელებს არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ ინგლისის ჩემპიონატშიც – 31 მატჩის შემდეგ „ჩელსიმ“ მხოლოდ 39 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა.