„ლელომ“ „ვეფხვებს“ ბოლო წუთზე მოუგო - გორის „ჯიქი“ საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა | დიდი 10
„ლელომ“ „ვეფხვებს“ ბოლო წუთზე მოუგო - გორის „ჯიქი“ საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა | დიდი 10

„დიდი 10“-ში მე-11 ტური დღეს დასრულდა. დასკვნით დღეს ორი შეხვედრა გაიმართა – „ლელომ“ დრამატულ შეხვედრაში პატარძლეულის „ვეფხვები“ დაამარცხა, ხოლო ქუთაისის „აია“ „არმაზს“ ესტუმრა და 17:3 მოიგო.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა პატარძლეულში გამართული მატჩი. მასპინძლები პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე ლიდერობდნენ, თუმცა უკვე გაწითლებულ დროზე ლელო მათ ირაკლი ყიასაშვილმა დაუდო და „ლელო სარასენსიპლეიოფის ზონაში დატოვა. უპირატესობას პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე „ვეფხვები“ ფლობდნენ. პატარძლეულელები მე-15 წუთზე ლაშა შალიკაშვილის ლელოთი დაწინაურდნენ და პირველი ნახევარი 8:3 მოიგეს. მატჩის მეორე ლელო ალექს მუჩიაშვილის ანგარიშზე იყო, რომელმაც მასპინძლებს 10 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. „ლელო“ დაპირისპირებაში 57-ე წუთზე, ბექა მამუკაშვილის ლელოთი დაბრუნდა. თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე თავი აკაკი ტაბუცაძემაც გამოიჩინა და თბილისელები პირველად გაიყვანა წინ – 13:15.  „ვეფხვები“ 73-ე წუთზე გურგენიძის საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა თამაშის დასრულებამდე თავის დაცვა ვერ შეძლეს და 83-ე წუთზე დაისაჯნენ – 16:22.

„ლელო სარასენსს“ 11 ტურის შემდეგ ექვსი გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს და 28 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს. „ვეფხვებს“ 36 ქულა აქვთ და სატურნირო ცხილში მეცხრე ადგილზე არიან.

მატჩის დაწყებამდე საინტერესო ფაქტი მოხდა – „ვეფხვების“ მორაგბე ლაშა შალიკაშვილმა მის შეყვარებულს, ცირა ფარცვანიას ხელი სთხოვა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო პატარძლეულის „ვეხვების“ ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.


გორის „ჯიქმა“ „აკადემია“ დიდი ანგარიშით – 31-5 დაამარცხა და ახლა პლეიოფის ზონასთან მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს. გორელებმა მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს (სამხარაძე, სუხაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაშვილი, ხიდეშელი), თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვეს (ილურიძე). მნიშვნელოვანია, რომ „ჯიქმა“ ამ გამარჯვებით ბონუს ქულაც მოიპოვა.

აკადემიელებს 11 ტურის შემდეგ სულ 16 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლოდან მესამე ადგილზე არიან.

მე-11 ტურის შედეგები –

არმია 9-28 ლოკომოტივი

ხარები 13-8 ბათუმი

არმაზი 3-17 აია