„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი ჰყავს
„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი ჰყავს

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა.

პარტიის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლანა გალდავას განცხადებით, ქალთა საბჭოს წევრია მიმართულება პოლიტიკასა და საზოგადო ცხოვრებაში ქალთა როლის გაძლიერება იქნება.

„დღეს ისნის რაიონში წარვადგინეთ ქალთა საბჭოს 12 წევრი. ეს ის ქალები არიან, რომლებმაც თვითონ გამოხატეს სურვილი, მოსულიყვნენ „ლელოს“ ოფისებში. არიან ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები. მათ შორის პროფესიულად მაღალ იერარქიაზე მდგარი ადამიანები, მათ შორის სოციალურად დაუცველები, მათ შორის არიან ისეთებიც რომლებიც არიან მარტოხელა დედები. ქალები იმიტომ, რომ „ლელოს“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ქალების პოლიტიკურად გაძლიერება, ეკონომიკური გაძლიერება, ქალების ძალადობისაგან დაცვა. პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები და რა თქმა უნდა, კონფლიქტისპირა, საზღვრისპირა რაიონებში ქალების გაძლიერება მშვიდობისმყოფელ პროცესებში და დედათა და შვილთა საკითხების ძალიან მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება და გზების დასახვა მომავალში მათი პრობლემების თავიდან ასაცილებლად და გამოსასწორებლად“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს შეუერთდნენ: ნატალია რამაზაშვილი; ნინო დარაშვილი; მაია ჩიჩუა; მარიამ მენაბდიშვილი; ირინა გელანტია; ეთერ შუბითიძე; ქეთევან ხაინდრავა; ნათია ტაბაღუა; გაიანე მარტიროსიან; მანანა ბოძაშვილ; თამუნა კლდიაშვილი; მაია ხოფერია.