„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება, ბადრი ჯაფარიძე კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. საკადრო გადაწყვეტილებები პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ ბადრი ჯაფარიძე. დავით უსუფაშვილს ვთხოვეთ, რომ მისი ძალისხმევა მიმართული იყოს პარლამენტისკენ. ასევე, წარვადგინეთ პარტიის ახალი გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. „ლელოს“ შექმნის პროცესი იყო იმაზე დაფუძნებული, რომ ახალგაზრდა კადრები წარმოგვეწია წინა პლანზე. სწორედ ამას ეხმიანება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება. მინდა, ირაკლის მივულოცო. ირაკლი არის ენერგიული ადამიანი, განათლებული, მებრძოლი. ადამიანი, რომელიც არ უშინდება წინააღმდეგობებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.