„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ.

საუბარი შეეხო „ლელოს“ პლატფორმას და ქვეყნის განვითარების მოდელებს, მათ შორის ეკოლოგიურად მდგრადი სახელმწიფოს შენების გამოწვევას, ადამიანზე მომართული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებას და ქართული დემოკრატიული ცხოვრების განახლებას. საუბრისას აგრეთვე განხილულ იქნა დემოკრატიის კრიზისი საქართველოში და ხელისუფლების სისტემატიური მცდელობა, მიიტაცოს ქართული სახელმწიფო და დემოკრატია.

ვიოლა ფონ კრამონმა გამოხატა თავისი გულმხურვალე მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ. შეხვედრისას აღინიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, მომავალი მთავრობა დემოკრატიულ და ცივილიზებულ გარემოში აირჩიონ.