„ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა
„ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

„ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა საქართველოს პროკურატურის მიერ პარტია „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების წყაროს გამოძიება წარმოადგენდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთიდან ფინანსდება.

„ლელო საქართველოს” წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში რუსული პოლიტიკა „ქართულმა ოცნებამ” დაუშვა, ხოლო მთავრობის პირდაპირი მოვალეობა, მათივე განცხადებით, ქვეყნის დასავლური კურსის უზრუნველყოფაა.

„ლელო საქართველოსთვის” მიერ გამართული აქცია „პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში განთავსებულ ბანერს უკავშირდება, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წითლად იყო მონიშნული.