„ლელო“ - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაუმჭვირვალე და არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მძიმედ დააზიანა ორივე მათგანი, ეს უნდა დასრულდეს
„ლელო“ - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაუმჭვირვალე და არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მძიმედ დააზიანა ორივე მათგანი, ეს უნდა დასრულდეს

წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაუმჭვირვალე და არაჯანსაღ ურთიერთობებს, რამაც მძიმედ დააზიანა ორივე მათგანი, ეს უნდა დასრულდეს, – აცხადებენ საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოში“.

„საყოველთაოდ დისკრედიტებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის მეთოდად აირჩია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ავტორიტეტის შელახვა და ნგრევა. ანტიკურ პერიოდში რომაელები დაპყრობილ ხალხს მართავდნენ ცნობილი ფორმულით – „დაყავი და იბატონე“. 21-ე საუკუნეში „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს ფორმულით – „გასვარე და იბატონე“. საზოგადოება ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს თუ რა მძიმე კრიზისშია სასამართლო, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველოში არ დარჩა ინსტიტუტი, რომელმაც შეინარჩუნა ნდობა და ავტორიტეტი. სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადირების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სურს ყველა სხვა ინსტიტუციის, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის, სრული დისკრედიტაცია. ეს არის რუსული მართვის სტილი და მეთოდი, რომელიც საზოგადოებაში ამძაფრებს უიმედობის, დაუცველობის, საყოველთაო უნდობლობის განცდას და გამოუვალ ჩიხში შეჰყავს ქვეყანა.

საქართველო დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე, რომელთა დაძლევას სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა. ამის ნაცვლად, წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაუმჭვირვალე და არაჯანსაღ ურთიერთობებს, რამაც მძიმედ დააზიანა ორივე მათგანი. ეს უნდა დასრულდეს.

არსებული უმძიმესი რეალობა კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს, რომ საქართველოს სჭირდება რადიკალური ცვლილებები. „მოძრაობა ლელო“ შეიქმნა სწორედ ამ მიზნით. ჩვენ დავასრულებთ ნგრევას, უიმედობას, კულუარულ ბრძოლებს ძალაუფლებისთვის, გავაერთიანებთ საზოგადოებაში არსებულ ენერგიას და გადავიყვანთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.