38 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ლეიტონ ჰიუიტმა უაილდ-ქარდი (სპეციალური მიწვევა) მიიღო უიმბლდონზე გამოსასვლელად. „დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირი 1-14 ივლისს გაიმართება. ჰიუიტი, რომელიც ერთხელ იყო უიმბლდონის ჩემპიონი ერთეულებში, თანამემამულე ჯორდან ტომპსონთან ერთად აპირებს წყვილთა თანრიგში თამაშს.
ამ სეზონში ჰიუიტმა შვიდ ტურნირზე ითამაშა წყვილებში, სულ ცხრა მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი მოიგო.
ერთეულებში მან ბოლოს 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა.