„მილუოკი ბაქსის“ დამრიგებლის ასისტენტი დარვინ ჰემი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. მხარები ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
48 წლის სპეციალისტს ადრე არასოდეს უმუშავია NBA-ში მთავარ მწვრთნელად. 2018 წლიდან ის „მილუოკიში“ მაიკ ბუდენჰოლცერის თანაშემწე იყო. იგივე პოზიცია ეკავა 2011-13 წლებში „ლეიკერსში“.
წყაროს ცნობით, „ლეიკერსს“ მოსწონს ჰემის დამაჯერებლობა და ხასიათი, ვარსკვლავურ მოთამაშეებთან მუშაობის გამოცდილება და საჩემპიონო ტიტულები მწვრთნელის ასისტენტისა და მოთამაშის რანგში.
ჰემი რვა სეზონი თამაშობდა NBA-ში და 2004 წელს „დეტროიტთან“ ერთად ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში მან „მილუოკისთან“ ერთად მოიგო ტიტული.
2021-22 წლების სეზონში „ლეიკერსმა“ პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ფრენკ ფოგელი.