ლებრონ ჯეიმსი ახალ სეზონში 23-ე ნომრით ითამაშებს #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი ახალ სეზონში 23-ე ნომრით ითამაშებს #1TVSPORT

2023-24 წლების სეზონში „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი 23-ე სათამაშო ნომერს დაუბრუნდება.

„ასეთია ლებრონის გადაწყვეტილება. მან ეს ნაბიჯი ბილ რასელის პატივსაცემად გადადგა“, – განუცხადა ESPN-ს კალათბურთელის აგენტმა, რიჩ პოლმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ბილ რასელის გარდაცვალების შემდეგ, შარშან ზაფხულში მთლიანად ლიგაში ხმარებიდან ამოიღო მეექვსე ნომერი, რომლითაც ლეგენდა „ბოსტონში“ თამაშობდა.

ჯეიმსი „ლეიკერსში“ 2019-22 წლებში 23-ე ნომრით თამაშობდა. გასული წლის ზაფხულში მან ეს რიცხვი ექვსიანით შეცვალა.