„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, შესაძლოა, 2024 წლის დრაფტზე ბრონი ჯეიმსი აირჩიოს, – წერს გაზეთი Los Angeles Times-ი.
კალიფორნიულ კლუბს უკვე ჰქონდა გასაუბრება 19 წლის კალათბურთელთან. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბრონის მამა არ აპირებს გუნდის შეცვლას, რათა თავის ვაჟთან ერთად ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ ბრონი ჯეიმსმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა 2024 წლის დრაფტზე, NBA-ის სპეციალურმა კომისიამ კი ის დაუშვა დრაფტში მონაწილეობაზე.