„ლეიკერსმა“ დევისის გარეშე „მინესოტა“ დაამარცხა - ლებრონი საუკეთესო იყო [ვიდეო]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ენტონი დევისის არყოფნაში პირველი მატჩი მოიგო „ლეიკერსმა“. მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად სტუმრად „მინესოტა“ 104:112 დაამარცხა და რეგულარულში 22-ე მატჩი მოიგო.
ლოს ანჯელესელებს შორის საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო. მის ანგარიშზე 30 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასია. დენის შროდერმა მატჩი 24 ქულით დაასრულა. 17 ქულა ჰქონდა მონტრეზლ ჰარელს.
„მინესოტას“ რიგებში 28 ქულითა და 7 მოხსნით ენტონი ედვარდსი გამოირჩა. კარლ ენტონი ტაუნსის ანგარიშზე 15 ქულაა.
„ლეიკერსი“ 22 მოგებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება ლიდერ „იუტას“.
ბოსტონი – დენვერი 112:99
მემფისი – ნიუ ორლეანი 113:144
მილუოკი – ტორონტო 113:124
ოკლაჰომა – პორტლენდი 104:115
ფინიქსი – ბრუკლინი 124:128