„ლეიკერსის“ დიდი პრობლემა - ენტონი დევისი „ფინიქსის" წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს #1TVSPORT
„ლეიკერსის“ დიდი პრობლემა - ენტონი დევისი „ფინიქსის" წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ფინიქსმა“ რამდენიმე დღის წინ „სტეიპლს ცენტრში” მოქმედი ჩემპიონი „ლეიკერსი“ სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა (2:2).

ამასთან, „სანსმა” მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. „ლეიკერსის“ გულშემატკივრებისთვის მარცხის გარდა კიდევ ერთი ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ენტონი დევისმა მეორე მეოთხედში საზარდულის კუნთი გაიჭიმა და მატჩის დასრულება ვერ შეძლო.

ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ დევისის თამაში ხვალ ფინიქსში საეჭვოა და დიდი ალბათობით ლოს ანჯელესელებს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევთ ბრძოლა.

დევისის არყოფნაში მეტი სათამაშო დრო მარკ გასოლს, მონტრეზლ ჰარელსა და ანდრე დრამონდს მიეცემათ. იმ შემთხვევაში თუ „ლეიკერსი“ დამარცხდება, „ფინიქსი” სერიაში 3:2 დაწინაურდება.