„ლეიკერსის“ დიდი პრობლემა – ენტონი დევისი „ფინიქსის” წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს #1TVSPORT
„ფინიქსმა“ რამდენიმე დღის წინ „სტეიპლს ცენტრში” მოქმედი ჩემპიონი „ლეიკერსი“ სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა (2:2).
ამასთან, „სანსმა” მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. „ლეიკერსის“ გულშემატკივრებისთვის მარცხის გარდა კიდევ ერთი ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ენტონი დევისმა მეორე მეოთხედში საზარდულის კუნთი გაიჭიმა და მატჩის დასრულება ვერ შეძლო.
Lakers star Anthony Davis is unlikely to play in Game 5 vs. Suns on Tuesday due to strained groin, sources tell @TheAthletic @Stadium. There’s optimism about Davis‘ status as series continues and as he is evaluated day-to-day.
— Shams Charania (@ShamsCharania) May 31, 2021
ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ დევისის თამაში ხვალ ფინიქსში საეჭვოა და დიდი ალბათობით ლოს ანჯელესელებს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევთ ბრძოლა.
დევისის არყოფნაში მეტი სათამაშო დრო მარკ გასოლს, მონტრეზლ ჰარელსა და ანდრე დრამონდს მიეცემათ. იმ შემთხვევაში თუ „ლეიკერსი“ დამარცხდება, „ფინიქსი” სერიაში 3:2 დაწინაურდება.