„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას მართავენ

14:51, 18.05.2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი შეეხება 8 მარტის შეთანხმებას.

ამასთან, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებაზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, შესაძლოა, საუბარი შეეხოს მაჟორიტარულ კანდიდატებთან მიმართებაში შეთანხმებასაც.

შეხვედრას გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებიან, რომლებმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

მსგავსი