„ლეიბორისტული პარტია“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
„ლეიბორისტული პარტია“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

„ლეიბორისტული პარტია“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ განუცხადა, მისი პარტიის მიზანია, დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქებში წარმოდგენილი იყოს ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი საერთო კანდიდატები.

„ეს გაადვილებს ამ ბრძოლას და საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა იქნება. მხარს დავუჭერთ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას. სასურველია, შეთანხმებული კანდიდატის წარდგენა საბურთალოს საარჩევნო ოლქშიც მოხდეს. ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი მარიონეტები არჩევნებში დამარცხდნენ“, – განაცხადა გუგავამ.

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს.