ლეგიონერები | ლოჩოშვილმა მეორე ბუნდესლიგაში მეხუთე გოლი გაიტანა, მიქაუტაძეს ესპანეთში არ უთამაშია #1TVSPORT
ლეგიონერები | ლოჩოშვილმა მეორე ბუნდესლიგაში მეხუთე გოლი გაიტანა, მიქაუტაძეს ესპანეთში არ უთამაშია #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ჰანოვერს“ ესტუმრა და ფრედ, 3:3 ითამაშა.

ნიურნბერგმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ამ შეხვედრის შედეგი მათთვის არაფერს ცვლიდა, „ჰანოვერი“ კი მესამე ადგილისა და პლეიოფის საგზურისთვის იბრძოდა.

შეხვედრა უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. 52-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რის შემდეგაც მასპინძლები დაწინაურდნენ – 3:2. მაგრამ 83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა ანგარიში გაათანაბრა და „ჰანოვერი“ სამეულს მიღმა დატოვა. საბოლოოდ, ლოჩოშვილმა მეორე ბუნდესლიგის სეზონი ხუთი გოლით დაასრულა.

ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა – მთავარმა მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელი დაასვენა.