ლეგიონერები | გოჩოლეიშვილმა და ვაჩიბერაძემ ითამაშეს, ლორია ისევ ტრავმირებულია #1TVSPORT
ლეგიონერები | გოჩოლეიშვილმა და ვაჩიბერაძემ ითამაშეს, ლორია ისევ ტრავმირებულია #1TVSPORT

ქართველმა ლეგონერებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს. უკრაინის პრემიერლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „კოლოსთან“ მატჩში. დონეცკელებმა 3:1 მოიგეს, ქართველი მცველი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ბექა ვაჩიბერაძის ხარკოვის „მეტალისტი 1925“ „მინაის“ ესტუმრა და 1:1 ითამაშა. 52-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, საგოლე პასი კი ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, ეს მიმდინარე სეზონში ვაჩიბერაძის მესამე ასისტი იყო.

თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძემ „ქარაგიუმრუქის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო საშინაო მატჩი „ანტალიასფორთან“. საბას გუნდი 0:1 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა კი 68 წუთი ითამაშა. „ანკარაგიუჯუში“ განაცხადში არ იყო გიორგი ბერიძე. მისმა გუნდმა „ქასიმფაშასთან“ შინ ფრედ ითამაშა – 0:0.

საბერძნეთის სუპერლიგის გასავარდნთა ჯგუფში ლევან შენგელიას „პანეტოლიკოსი“ საკუთარ მოედანზე „ლევადიაკოსს“ შეხვდა. მატჩი 2:2 დასრულსა. შენგელიამ 66-ე წუთიდან ითამაშა.

კვიპროსის პირველი დივიზიონში „ანორთოსისმა“, სტუმრად „დოქსა“ 5:0 დაამარცხა. ავთო ებრალიძემ მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა, გიორგი ლორია კი ტრავმირებულია.