ლეგიონერები | აბუაშვილიმა ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, კვერნაძემ „ლაციოსთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ, რომელიც „ფროზინონეში“ სერია A-ს ახალი სეზონისთვის ემზადება, „ლაციოსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.
მე-12 წუთზე კვერნაძემ მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და ბურთი ჯაკომო კალოს გადააწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
„კიოლნმა“ ამხანაგურ მატჩში გამართა „რეალ სოსიედადთან“ და 2:1 მოიგო. ამ შეხვედრაში „კიოლნის“ კაპიტანი ლუკა ლოჩოშვილი იყო – ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონი შესანიშნავად დაიწყო გიორგი აბუაშვილმა. პირველ ტურში „მეცმა“ „გენგამი“ მე-60 წუთზე მის მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლით 2:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
„სენტ-ეტიენმა“ გასვლით მატჩში „სოშოს“ 3:0 სძლია – სტუმართა რიგებში ზურიკო დავითაშვილი თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო.