ლეგენდარული იტალიელი მოტომრბოლი ვალენტინო როსი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.
როგორც გერმანულმა გამოცემა SpeedWeek-მა დაწერა, 41 წლის მრბოლელი ვერ მოელაპარაკა კონტრაქტზე იაპონურ საჯინიბო „იამაჰას“. ამ გუნდში ადგილზე ასევე პრეტენზიას აცხადებს კიდევ ერთი იტალიალი მრბოლელი ანდრეა დოვიციოზო.
ადრე როსიმ არა ერთხელ განაცხადა, რომ მოტოგრანპრის სერიაში კიდევ ერთი სეზონი აპირებდა დარჩენას. ახლა კი ელოდებიან, რომ ვალენტინო ამ უქმეებზე დაგეგმილი სან მარინოს გრანპრის წინ გამოაცხადებს კარიერის დასრულებას.
ვალენტინო როსი მოტოგრანპრიში 20 წელზე მეტია გამოდის და ამ სარბოლო სერიაში შვიდჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.